ახალი ამბები
თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
სვანეთის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ამავე ცნობით, დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს გაავრცელა. მისივე ცნობით მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. 

ამჟამად მიმდინარეობს გარდაცვლილების გადმოსვენება. მთამსვლელები ლიეტუვის მოქალაქები არიან.
Print