ახალი ამბები
გაგრის ზღვის აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გაგრის ზღვის აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ "მცირე ზომის გემების სახელმწიფო ინსპექციის" უფროსმა თენგიზ საბუამ განუცხადა აფხაზურ მედიას.
მისივე თქმით, მომხდარის გარემოებები უცნობია, გარდაცვლილის ვინაობა დადგენილი არ არის.

მანამდე, 19 სექტემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ტვერის მკვიდრის, 52 წლის ტურისტის ზღვაში დახრჩობის შესახებ.

Print