ახალი ამბები
"ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს შორის დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძეც არიან
"ქართული ოცნებიდან" წასული ე.წ ოთხეულის მოძრაობას "ხალხის ძალა" დღეს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა, მათ შორის ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია არიან. როგორც დღეს პრეზენტაციაზე მოძრაობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა აღნიშნა, მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა ფართოვდება და საკანონმდებლო ორგანოში რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ. ამასთან, სუბარის თქმით, აღნიშნული დეპუტატები უმრავლესობის წევრებად რჩებიან.

"ქართული ოცნების" ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა "ხალხის ძალის" გარეშე. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად. ჩვენი მიზანია, მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით", - აღნიშნა მან.

ჩამოყალიბდება თუ არა პოლიტიკურ პარტიად "ხალხის ძალა" და მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში, მოძრაობაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
Print