ახალი ამბები
დადიანების სასახლეთა მუზეუმი და ეზო "მეჯლისის" გამო დაიხურება
"საშობაო მეჯლისის" გადაღებებთან დაკავშირებით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი და მისი ეზო ხვალიდან რამდენიმე დღით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხებათ მეცნიერებსა და მკვლევარებს და მათთან შეთანხმებული შეხვედრები დაგეგმილ რეჟიმში განხორციელდება. ამასთან, შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებით ჩატარდება ყველა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც დაგეგმილია 5-9 ოქტომბრის განმავლობაში.

"29 სექტემბრიდან მიმდინარეობს სამუშაოები პროექტისთვის "საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში". მოგახსენებთ, რომ დაგეგმილი გადაღებების გამო, 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებლებისთვის და გადაიკეტება მუზეუმის წინ მდებარე ტერიტორია. 11 ოქტომბერს კი მუზეუმი ახალი გამოფენით გიმასპინძლებთ. გამოფენასთან დაკავშირებულ დეტალებს უმოკლეს ვადაში გაცნობებთ. მუზეუმის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის!", - ვკითხულობთ მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

დადიანების სასახლეთა ეზოში ე.წ საშობაო მეჯლისის გადაღებებისთვის დეკორაციების მონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. 


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში "საშობაო მეჯლისის" დეკორაციებს ისევ აწყობენ

მეჯლისი ზუგდიდის დადიანების სასახლეში და აზრთა სხვადასხვაობა სოციალურ ქსელში (ფოტო)
Print