ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ რამზან კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს და „ნათელ პოლიტიკოსს“ უწოდებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალსან ბჟანია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი აფხაზურმა მედიამ გამოაქვეყნა.


„ძვირფასო რამზან ახმატოვიჩ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა თქვენს დაბადების დღეს! თქვენ ხართ ნათელი პოლიტიკოსი, რომლის ნამდვილმა პატრიოტიზმმა, მიზანდასახულობამ, დასახული მიზნების მისაღწევად შრომამ დამსახურებული პატივისცემა დაიმსახურა როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აფხაზეთის რესპუბლიკა მოხარულია იმ პროგრესით, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა თქვენი ხელმძღვანელობით აღწევს. მთელი გულით გისურვებთ, ძვირფასო რამზან ახმატოვიჩ, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - წერს ბჟანია.




Print