ახალი ამბები
მარტვილში ენმ-ის წევრი ზაალ გოროზია ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სავარაუდოდ, ინციდენტში მონაწილეობდა ბრალდებულის შვილიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არაა ცნობილი.
Print