ახალი ამბები
დავით ფარცვანია გახარიას პარტიიდან სუს-თან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ქრთამის აღების ბრალდებით გაუშვეს

წარმოშობით ზუგდიდელი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს. ამის მიზეზად დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებასა და უსაფრთხოების სამსახურთან

ფარული თანამშრომლობა, ინფორმაციისა და ჩანაწერების მიწოდება და ქრთამის აღება დასახელდა. პარტია "საქართველოსთვის" წევრების თქმით, ფარცვანიამ ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" 20 ათასი ლარის სანაცვლოდ დატოვა.

 

თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს წევრი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო. მისივე განმარტებით, პარტია საკუთარი სურვილით დატოვა.

"ეს ისეთივე ბრალდებაა, როგორც ბატონი გიორგი გახარია არის "კოკაინშიკი", ასევე ვითომ მე მაქვს აღებული 20 ათასი დოლარი. ყოჩაღ! ასე გააგრძელეთ! არასწორი კომუნიკაციით და თავისი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით ახალგაზრდა ადამიანის მიმართ, თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ ეს პარტია", - უთხრა ჟურნალისტებს ფარცვანიამ.

2019 წელს ფარცვანია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

 

Print