ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალ საღამომდე იწვიმებს
11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ სინოპტიკოსები იუწყებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print