ახალი ამბები
ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა
ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა რამდენიმე წუთის წინ ჩაიხერგა. სტიქიამ გზის მიმდებარედ რამდენიმე ხე ფესვიანად მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში სატრანსპორტო გადაადგილება შეუძლებელია.

შესაბამისი უწყებების თანამშრომლები ავტომობილებს შემთხვევის ადგილთან ახლოს არ უშვებენ. მოძრაობა ორმხრივად არის აკრძალული.
Print