ახალი ამბები
უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ამავე ცნობით, ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსია ნავარაუდევი.

უწყების  ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
Print