ახალი ამბები
მოვუწოდებთ შსს-ს მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებას მოუწოდებს მყისიერად და მიუკერძოებლად გამოიძიოს წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტი და საზოგადოებას გამოძიების შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდოს.

"წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ავტომობილი დაუწვეს. გია ხარჩილავა ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი ოპოზიციონერი მერია და იგი ავტომობილის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე და მმართველი პარტიის აგრესიული რიტორიკა პოლიტიკური ოპონენტებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისთვის ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემას ქმნის", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

წალენჯიხის მერი პირადი ავტომობილის დაწვის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს.


ამავე თემაზე:

გია ხარჩილავა საკუთარი მანქანის დაწვას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს


Print