ახალი ამბები
წალენჯიხელმა მოსწავლეებმა დაღუპულ 13 წლის მოზარდს პატივი მიაგეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას. შესაბამისი ფოტოები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

მოზარდებმა სკოლის ეზოში გლოვის ნიშნად საქართველოს დროშა დაუშვეს და სიმბოლურად სანთლები დაანთეს.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახსა და მეგობრებს, ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ უმძიმეს წუთებში", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ, 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მოწყობილ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ამ დრომდე კლინიკაში რჩება კიდევ ორი არასრულწლოვანი.
Print