ახალი ამბები
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას წალენჯიხაში დღეს ჩამოასვენებენ
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას, გვიან ღამით მის მშობლიურ მხარეში, წალენჯიხაში ჩამოასვენებენ. ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.

ჯარისკაცის ცხედარი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს, მის ცხედარს ოჯახის წევრები, ახლობლები და წალენჯიხის მერი აეროპორტში დახვდნენ. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, ასევე მონაწილეობდა 2008 წლის ომში.

ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. ის 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. 

ედიშერ კვარაცხელია 20-ე ქართველი ჯარისკაცია ვინც აგრესორთან ბრძოლას შეეწირა.
Print