ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენა გახდეს შესაძლებელი.

აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო ორი დღის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
Print