ახალი ამბები
უახლოეს დღეებში სამეგრელოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
ხვალ  18 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება 19 ოქტომბრის ჩათვლით მზიანი ამინდი შენარჩუნდება სამეგრელოშიც და დღის განმავლობაში 15-24 გრადუსამდე დათბება.

სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას 20 ოქტომბრიდან ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, 20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

Print