ახალი ამბები
„სისატურა“ ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ნომინანტია
ტურიზმის ეროვნული ჯილდოს „Welcome to Georgia!“ მიღებას ეთნო სოფელი „სისატურა“ ამ წელს მეორედ ეცდება. ნომინაციაში “ყველაზე საინტერესო და სათავგადასავლო ტური” მეგრულ პროექტს 3 კონკურენტი ჰყავს.

გასულ წელს მარიკა თოდუას „სისატურამ“ სოფლის ტურიზმის ნომინაციაში გაიმარჯვა და ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს მთავარი ჯილდო სამეგრელოში ჩამოიტანა.


„ძალიან მინდა, რომ „სისატურა“ და სამეგრელო იყოს ძალიან აქტიურად ყველგან, ყველა კონკურსსა და ფესტივალზე, ამას ვცდილობ. ვერ ვიტყვი, რომ პესიმისტურად ვარ განწყობილი, ბუნებრივია, გამარჯვების სურვილი გვაქვს ამჯერადაც. როცა იცი, რომ საუკეთესო ხარ საქართველოში, უფრო დიდი მოტივაცია გაქვს. მხარის პოპულარიზაციისთვის მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამინებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროში მუშაობას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ეთნო სოფლის დამფუძნებელმა.


ტურიზმის ეროვნული ჯილოდოს „Welcome to Georgia-ს“ გამარჯვებულს სპეციალური ჟიური წლის ბოლომდე გამოავლენს.



Print