ახალი ამბები
ანა წითლიძე წალენჯიხის მერის მანქანის დაწვასთან დაკავშირებით მის გამოკითხვას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის მტკიცებით, მას აქვს კონკრეტული ინფორმაცია მტკიცებულებებით წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი პარლამენტის წევრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მის გამოკითხვას სთხოვს.

"მინდა აქედან მივმართო შს მინისტრს, რომელზეც განსაკუთრებული წარმოდგენა მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ, როგორც შს მინისტრი, ვალდებულია დამიბაროს დაკითხვაზე, რადგან მე ვაცხადებ, რომ მაქვს კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული მტკიცებულებებით, ვინ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სცადეს ხარჩილავას დაშინება და დაწვეს მისი ავტომობილი მის საკუთარ სახლთან", - თქვა წითლიძემ.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი მანქანა 12 ოქტომბერს გვიან ღამით, სავარაუდოდ, დაწვეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 187-ე, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

Print