ახალი ამბები
კალა-უშგულის გზაზე მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აღნიშნულ პერიმეტრზე ქვათაცვენის გამო ავტომობილების გადაადგილება სამი დღის წინ აიკრძალა, გუშინ კი ცალმხრივად აღდგა.
Print