რეგიონი
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადებული ღვინის ფესტივალი ზუგდიდში 23 ოქტომბერს გაიმართება
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმებული ღვინის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 22 ოქტომბერს რამდენიმე ქალაქში  ერთდროულად გაიმართება. 

ფესტივალის დახურვა კი 23 ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარდება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განმარტებით, ფესტივალის "ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში შესვლა ვიზიტორებისთვის მთელი დღის განმავლობაში უფასო იქნება.

Print