ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის ავტობუსი გზიდან გადავარდა (ვიდეო)
თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევა სენაკის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტობუსის მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და არავინ დაშავებულა.

მათივე თქმით, ამ წუთებში ავტობუსის თხრილიდან ამოსაყვანად ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. 


Print