ახალი ამბები
ზუგდიდელი მძლეოსანი ნათია გადელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან 87 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

გადელიამ ატაცში 88/92/94 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში 111/115 ძლევით ასევე ვერცხლი მოიპოვა, იგივე სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 209 კილოგრამითაც.

ინფორმაციას მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
Print