ახალი ამბები
"ჩხოროწყუობა 2022"-ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეები დაასახელეს
"ჩხოროწყუობა 2022"-ის ფარგლებში გუშინ სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის გამოვლინდნენ "საპატიო ჩხოროწყუელები". წოდება ამჯერად მიენიჭა:

ნანი ჯაიანს - ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლის ყოფილ დირექტორს;

ნელი პაპასკირს - ჟურნალისტს, შრომის ვეტერანს, პენსიონერს;

მედეა კვირტიას - შრომის ვეტერანს, პენსიონერს; 

დიმონ არახამიას - კირცხის საჯარო სკოლის დირექტორს;

ომარ ახალაიას - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის სივრცის დაგეგმარებისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსს;

დამირ გობეჩიას - სახელმწიფო და სამეურნეო სფეროში გაწეული სამსახურისთვის, შრომის ვეტერანს, პენსიონერს;

მერი გულუას - განათლების სისტემაში წარმატებული მუშაობისთვის, ხაბუმეს საჯარო სკოლის პედაგოგს, შრომის ვეტერანს;

დავით დიხამინჯიას, მე-2 ჭოღას სკოლის ყოფილ დირექტორს.

ღონისძიების ფარგლებში ჩხოროწყუში ეთნოგრაფიული კუთხეები მოეწყო. სტუმრებმა დააგემოვნეს მეგრული სამზარეულოს კერძები. ამასთან, ჩატარდა ადგილობრივ ხელოვანთა ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება ჯგუფ "ურსას" კონცერტით დასრულდა.
Print