ახალი ამბები
მომდევნო ორი დღე დასავლეთ საქართველოში იწვიმებს
27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლი აღინიშნოს. ამის შესახებ სინოპტიკოსები იუწყებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

ამავე ცნობით, 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
Print