ახალი ამბები
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
ფოთში, ღია ზღვაში 23 წლის მამაკაცს ეძებენ. ახალგაზრდა კაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს, ბოლოს კი ის ფოთის პორტის კამერებმა დააფიქსირა, სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ახლა საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ წუთებში ადგილზე მაშველები, მათ შორის, მყვინთავები მუშაობენ.

შსს მომხდარზე გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.
Print