ახალი ამბები
ხობის, სენაკისა და ფოთის მაჟორიტარი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ხობის, სენაკისა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შს სამინისტროში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
Print