ახალი ამბები
გამოძიება ირაკლი ხახუბიას თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გამთენიისას "ქართული ოცნების" დეპუტატი 51 წლის ასაკში საკუთარ სახლში, თბილისში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა ნახეს. იქვე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიც.

ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია გორის სატვირთო გვირაბთან 2018 წლის 17 მაისს დაიღუპა. მის მანქანას აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. სწორედ ამ სატვირთოს შეეჯახა ხახუბია, რის შედეგადაც დაიღუპა.








Print