ახალი ამბები
სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 500-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 10 ადამიანი - შსს
2022 წლის მესამე კვარტალში, ანუ ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 507 ავტოსაგზაო შემთხვევა აღრიცხა, მათგან 71 ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო.

უწყების სტატისტიკით, ამ პერიოდის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად რეგიონში 10 ადამიანი დაიღუპა, 129 პირი კი დაშავდა.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სამ თვეში მომხდარ 436 ფაქტზე ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობდა.


Print