ახალი ამბები
ტექნოლოგიების კონკურსში Hardware startup ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს
ზუგდიდის ტექნოპარკის გუნდებმა Hardware startup ინკუბატორის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ფინალში მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. მათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ტექნოპარკის მენეჯერის ანუკი ასათიანის ინფორმაციით, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა კონკურსზე კედლის ბაღი და რამდენიმე ენაზე მოსაუბრე, მულტიფუნქციური რობოტი-თამადა წარადგინეს. 

"მე-2 ადგილის მფლობელი გახდა გუნდი RoboTech, რომელმაც გრანტის სახით 6 000 ლარი მიიღო, მე-3 ადგილზე გასულ Green Wall-ს კი 4 000 ლარი გადაეცა", - გვითხრეს ტექნოპარკში.

ამავე ცნობით, კონკურსი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
Print