ახალი ამბები
ორ წელიწადში სამეგრელო-ზემო სვანეთში ბავშვების მიმართ დანაშაულის 252 შემთხვევა გამოვლინდა
გენერალურმა პროკურატურის მონაცემებით 2020-2022 წლებში ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების 3700-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, მთავარმა საგამოძიებო უწყებამ სამეგრელო ზემო სვანეთში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის 252 შემთხვევა აღრიცხა.

ამავე ინფორმაციით, 2020-2022 წლებში ბავშვთა მიმართ ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულებია ოჯახში ძალადობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან ცემა, იძულება ან მუქარა, სატრანსპორტო დანაშაული და ქურდობა.
Print