ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამეგრელო-ზემო სვანეთში

სინოპტიკოსები სამეგრელო-ზემო სვანეთში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, სამეგრელოში მოსალოდნელია წვიმა. მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში, 8 ნოემბრამდე, ტემპერატურა აიწევს და თბილი ამინდები შენარჩუნდება.

როგორც რადიო "ათინათთან" საუბარში სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სმა სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, 9 ნოემბრიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს და დაბალ ტემპერატურასთან ერთად, უხვი ნალექია მოსალოდნელი.


რაც შეეხება ზემო სვანეთს, სინოპტიკოსების ვარაუდით 8 ნოემბრამდე უნალექო, თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.

 

Print