ახალი ამბები
"ქეა კავკასიამ" რუხის საავადმყოფოს სამშობიარო ინვენტარი გადასცა
ქეა კავკასიამ პროექტის "კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე" ფარგლებში რუხის საავადმყოფოს 58 900 აშშ დოლარის ღირებულების ახალი სამშობიარო ტექნიკა გადასცა. მათ შორისაა: საოპერაციო მაგიდა სამეანო-გინეკოლოგიური აქსესუარებით, სამშობიარო სავარძლები, ახალშობილის ფეტალური მონიტორები და სანარკოზე აპარატი.

"პროექტის ფარგლებში, ქეა კავკასია მუშაობს საქართველოს რეგიონებში, რათა შეამციროს კოვიდ19-ის უარყოფითი გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე გაზარდოს სამედიცინო პერსონალის კორონავირუსზე  ეფექტური რეაგირების შესაძლებლობები და მხარი დაუჭიროს ყველაზე დაუცველი ჯგუფებს. ტექნიკა პასუხობს საავადმყოფოს საჭიროებებს და დაეხმარება აქ მომუშავე პერსონალს, უკეთ მართონ პაციენტები და გააუმჯობესონ სერვისზე ხელმისაწვდომობა", - ნათქვამია ქეა კავკასიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეა კავკასია უკვე 30 წელია მუშაობს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში სიღარიბისა და უთანასწორობის შესამცირებლად. პროექტი "კოვიდ19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე" 2022 წლის თებერვლიდან ხორციელდება და მოიცავს როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის, ასევე რეგიონული კოვიდ-მიმღები კლინიკების მხარდაჭერას კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მართვის გასაუმჯობელებლად.

პროექტი ხორციელდება ქეა ბრიტანეთთან თანამშრომლობით.
Print