ახალი ამბები
გასულ თვეს სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 24 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უკანონო ტყითსარგებლობის 428 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 315 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 113 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით,  ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 24 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში.

სამართალდარღვევებიდან 24 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 653 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.

ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 103 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


ფოტო: გზდ
Print