ახალი ამბები
მესტიაში "გემო ფესტი" ჩატარდება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დაფუძნებული გასტრონომიული ფესტივალი "გემო ფესტი" მესტიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ფეისბუქ გვერდზე ვრცელება. აღწერაში მითითებულია, რომ შესაბამისი სამზადისი უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ შეუძლიათ. 

"სვანეთი, თოვლი, ახალი წელი, სვანების ხელით მომზადებული უგემრიელესი კერძები - ამით ყველაფერი ნათქვამია. მანამდე კი ვეძებთ იმ ადამიანებს, ვინც "გემო ფესტის" სტუმრებს მისი ჯადოსნური ინგრედიენტებითა და ნამდვილი სვანური გემოებით გააოცებს. აუცილებელია იყოს ზემო სვანეთის მაცხოვრებელი და ამზადებდეს სვანურ კერძებს. განსაკუთრებით გვაინტერესებს სვანური სამზარეულოს ახლებური ვარიაციები, თუმცა ნაკლებად ცნობილ ტრადიციულ სვანურ კერძებზეც არ ვიტყვით უარს", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.  

კითხვარის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/Gemo2023

"გემო ფესტი" სვანეთში 13 და 14 იანვარს ჩატარდება.
Print