ახალი ამბები
ზუგდიდის მშენებარე სტადიონთან განათების კონსტრუქცია წაიქცა და მანქანები მოიყოლა
ძლიერმა ქარმა ჯანაშიას ქუჩაზე, ზუგდიდის მშენებარე საფეხბურთო სტადიონთან განათების კონსტრუქცია წააქცია, რომელმაც ორი ავტომობილი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ორივე მანქანა ცარიელი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი უწყებები.

ზუგდიდის სტადიონზე ორ ეტაპად, სხვადასხვა კომპანია მუშაობდა. ბოლო კონტაქტორი, რომელმაც სხვა სამუშაოებთან ერთად, სტადიონის გარშემო განათების კონსტრუქციები ააშენა, შპს "მაქრო ქონსთრაქშენია". კომპანიაში რადიო "ათინათის" ზარებს არ უპასუხეს. კომენტარს არ აკეთებენ ამ ეტაპზე ზუგდიდის მერიაშიც.

ჯანაშიას ქუჩაზე უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. სამუშაოები ორ ეტაპად განაწილდა და დასრულების ვადაც რამდენჯერმე შეიცვალა. სტადიონი ექსპლუატაციაში სხვადასხვა ხარვეზის გამო ჯერ არ შესულა.


ამავე თემაზე:

საძოვრად გადაქცეული ზუგდიდის სტადიონი (ფოტო)
Print