რეგიონი
ქათამი, ვაფლის ტორტი, ჩაი და სხვა პროდუქტები - საახალწლოდ ზუგდიდელ ბენეფიციარებს მერია საკვებს დაურიგებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ ბენეფიციარებისთვის საკვებ პროდუქტებს შეიძენს და მათ დაურიგებს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა და 500 სასაჩუქრე პაკეტისთვის 54 500 ლარი გამოიყო.

დოკუმენტაციის თანახმად, პროდუქტები გადაეცემა მრავალშვილიანი ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს, მარტოხელა მშობლებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულებსა და უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, ასევე, როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

რაც შეეხება უშუალოდ სასაჩუქრე პაკეტს, მასში შედის ორი შესქელებული რძე, ორი შეკვრა შაქარი, ორი ცალი ნაღების კარაქი, კარამელი, ერთი ბოთლი ლიმონათი, ერთი ქილა თაფლი, ორი ყუთი კვერცხი, ფქვილი, მაკარონი, ზეთი, ვაფლის ტორტი, წიწიბურა, შავი ჩაი, ბრინჯი და გაყინული ქათამი.

ტენდერში წინადადებები 13-დან 15 ნოემბრამდე მიიღება.


ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 

Print