ახალი ამბები
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტად ზუგდიდის საკრებულოს წევრი მამუკა ყურაშვილი აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი მამუკა ყურაშვილი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტად 3 წლის ვადით აირჩიეს. ყრილობა ბათუმში ჩატარდა. დელეგატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფედერაციას ყურაშვილი მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„ფედერაციის 49 წევრმა დამიჭირა მხარი, სულ სამი კანდიდატი ვიყავით, ერთმა პრედენტენტმა კანდიდატურა თითქმის თვე ნახევრის წინ მოხსნა, მეორემ - არჩევნების წინა დღეს. კარატეს ფედერაციას ფინანსური პრობლემები აქვს, სამინისტრომ შეგვიწყვიტა დაფინანსება 10თვის წინ, პირველ ეტაპზე სახელმწიფოსთან ვაპირებთ ურთიერთობის აღდგენას და აუცილებლად სპონსორების მოძიებას, მხოლოდ სამინისტროს ხარჯზე სრულფასოვნად მუშაობა გაგვიჭირდება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ყურაშვილმა.

ფედერაციას ბოლო 8 თვის განმავლობაში პრეზიდენტი არ ყავდა და მის მოვალეობას გენერალური მდივანი ასრულებდა.

Print