ახალი ამბები
გაგრის რაიონში სოკოს საკრეფად წასული ქალის ცხედარი იპოვეს
გაგრაში, ხაშუფსეს კანიონის მიდამოებში მაშველებმა იპოვეს ქალის ცხედარი. ადგილობრივ მცოხვრებს ახლობლები 5 ნოემბრიდან ეძებდნენ.

წინასწარი ვერსიით, ქალი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონი მცხოვრები, 4 ნოემბერს სოკოს საკრეფად წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.


Print