ახალი ამბები
სენაკი-ზუგდიდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, თეკლათის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print