ახალი ამბები
ფოთის მერია საახალწლო დეკორაციებისთვის თითქმის ნახევარი მილიონის დახარჯვას გეგმავს
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებებისა და დეკორაციების მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადა და 499 900 ლარი გამოყო.
თითქმის ნახევარი მილიონის ღირებულების სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ამ თანხაში საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციების, თანმხლები მონტაჟის, დემონტაჟისა და დასაწყობების მომსახურებაა გათვალისწინებული.

ამავე ღირებულებაში შედის თეატრის შენობის კონტურული გაფორმება, ცენტრალურ მოედანზე განსათავსებელი კონსტრუქციები, მთავარი ქუჩის გაფორმება მედუზებით და ნეონის წრეებით, ნაძვის ხის, ბუჩქების, ხეების, ტროტუარების, შენობის გაფორმება, ახალი წლის ფოერვერკი.

აქვე მითითებულია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დეკორაცია-განათებები 2022 წლის 15 დეკემბერამდე უნდა მოაწყოს, დემონტაჟი კი არაუგვიანეს 2023 წლის 6 თებერვალმდე განხორციელდეს.

Print