ახალი ამბები
სოხუმში ახალი სამახსოვრო მონეტები გამოუშვეს
"აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა" არაძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამახსოვრო მონეტების სერია გამოუშვა, სახელწოდებით: "აფხაზეთის რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები".

ამ სერიაში გამოიცა მონეტები "გაგრა", "გაგრიფში", "ათონი", "ბიჭვინთა", "რიწა". 25 ათასიანი ტირაჟით გამოცემული მონეტების ნომინალი 1 აფსარია, დიამეტრი - 33 მმ, წონა - 4 გრ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ფულადი ერთეული "აფსარი", 2008 წელს "ჩაეშვა" "აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამახსოვრო საინვესტიციო მონეტების მიმოქცევაში შემოტანის შესახებ". თავდაპირველად აფსარში მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის სამახსოვრო მონეტები იბეჭდებოდა, 2018 წლიდან გამოვიდა სამახსოვრო ბანკნოტებიც. "კანონის" თანახმად, მონეტები და ბანკნოტები დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ნომინალური ღირებულებით არის "ლეგალური გადახდის საშუალება, მაგრამ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც გადახდის საშუალება საცალო ვაჭრობაში".

"აფხაზეთის ბანკის" მიერ დადგენილი კურსით 1 აფსარი უდრის 10 რუსულ რუბლს, თუმცა მისი რეალური ღირებულება განისაზღვრება ინვესტორული და ნუმიზმატიკური მიზნით.





Print