ახალი ამბები
განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება ზუგდიდში მოზარდის დაჭრის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში არასრულწლოვანი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე რამდენიმე ათეული მოზარდი იმყოფებოდა.
Print