აფხაზეთში რუსულ საოკუპაციო ხაზზე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის 21 ობიექტის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო მმართველობის წარმომადგენელმა ამირ ამიროვმა განაცხადა, – წერს „აბხასზკი უზელ“– ი.
მისი თქმით, შექმნილია კომფორტული პირობები საოკუპაციო კონტინგეტის პირადი შემადგენლობის პროფესიული საქმიანობისთვის. ასევე გრძელდება სამუშაოები, რომლებიც მდინარე ენგურის გასწვრივ საოკუპაციო ზოლის თანამედროვე ეფექტური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას უზრუნველჰყოფს.
abhaz-uzel
მასალის გამოყენების პირობები