ახალი ამბები
ადვოკატი: დაკავებული მოზარდი თავს ცუდად გრძნობს
დაკავებული არასრულწლოვნის, 17 წლის მოზარდის უფლებადამცველმა კობა ტაბაღუამ სამხარეო პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე საუბარს არ აპირებს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ დაკავებული მოზარდი თავს ძალიან ცუდად გრძნობს. აღიარა თუ არა მან დანაშაული, ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატს არ გაუჟღერებია. 

დაკავებული 17 წლის ე.ც, რომელიც 15 წლის საბა მამფორიას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული, ამ ეტაპზე სამხარეო პოლიციაში იმყოფება.

გუშინ საღამოს ზუგდიდში არასრულწლოვანი ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე რამდენიმე ათეული მოზარდი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით შემთხვევიდან მალევე დააკავეს.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდში მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს - ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა

ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 17 წლის პირი
Print