ახალი ამბები
სცენარების კონკურსი ფორუმ-თეატრისთვის
ქალთა ფონდ "სოხუმის" ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის 16 აქტიური დღის კამპანიის ფარგლებში, დაიწყო სცენარების კონკურსი ფორუმ-თეატრისთვის, რომელიც 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ასაკის მსურველმა, რომელსაც შემოქმედებითად წერის უნარი გააჩნია და ამასთან ერთად, დაინტერესდება ფორუმ-თეატრის სპეციფიკით.

სცენარის კითხვის ქრონომეტრაჟი, სასურველია, არ აღემატებოდეს 5 წუთს.

კონკურსში მონაწილეებმა ფონდ "სოხუმის" ელ.ფოსტის მისამართზე  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it უნდა გამოაგზავნონ სცენარის ტექსტი  და პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია).

სცენარი შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ/ ქალთა მიმართ ძალადობას, ბულინგს, ურთიერთობას და კონფლიქტებს თაობებს შორის, ტოლერანტობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობებს და ფემიციდს.

"კონკურსში მონაწილეობა შანსს გაძლევთ, მოიგოთ ფულადი პრემია და ასევე, თქვენი სცენარი შევიდეს ქალთა ფონდ "სოხუმის" ფორუმ-თეატრის მუდმივ რეპერტუარში" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print