ახალი ამბები
რუსეთში "ექსპორტზე" შესაძლოა 50 ათას ტონამდე ციტრუსი გავიდეს - სოხუმი
აფხაზეთიდან რუსეთში "ექსპორტზე" 1-ლი სექტემბრიდან დღედმე 2 960 ტონაზე მეტი მანდარინი გაიტანეს, წერს "აფსნიპრესი", "საბაჟო კომიტეტის" მონაცემებზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციით, სეზონის დასაწყისიდან "საექსპორტოდ" 702 ტონაზე მეტი ფეიხო, 107 ტონა ლიმონი, 70 ტონა ხურმა და 1 587 კგ თხილი გავიდა.

გამოცემის ცნობით, 2021 წელს აფხაზეთიდან რუსეთში 21 000 ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა 27 000 ტონის გატანა იგეგმებოდა.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ 2022 წელს აფხაზეთიდან ციტრუსის "ექსპორტმა" შესაძლოა 50 000 ტონას მიაღწიოს.


Print