ახალი ამბები
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მთავარ მიზანს მოსარგებლეების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 16 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;

გორი, სამების ქ. N1;

რუსთავი, კოსტავას ქ. N20;

ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.


განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც –  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .
Print