დავით სამუშიამ მკლავჭიდის საერთაშორისო ჩემპიონატში გაიმარჯვა
ზუგდიდელმა მკლავჭიდელმა დავით სამუშიამ თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში East vs West გაიმარჯვა.
სპორტსმენმა 85 წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, მოლდოველი დანიელ პროკოპიუკი დაამარცხა.
შეჯიბრს სტამბოლმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტიტულოვანი სპორტსმენები იღებდნენ.
აღნიშნულ ჩემპიონატში სამუშიამ უკვე მეორედ მოიპოვა გამარჯვება.
მასალის გამოყენების პირობები