Error
რეგიონი
ანქვაბი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთის უძრავ ქონებას მიჰყიდის
რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში–აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვის ნება დართონ. ИТАР-ТАСС –ის ინფორმაციით მის შესახებ ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა. უცხოელი მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების მიყიდვა აფხაზეთში ჯერ კიდევ 1995 წელს აიკრძალა. ამ ზომებზე, როგორც «Коммерсантъ» წერდა , ხელისუფლება მიტოვებული საცხოვრებლებთან დაკავშირებული ომის შემდგომი პერიოდის სპეკულაციების გამო წავიდა,— იმ დროს მყიდველთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ფასებმაც, რუსეთის ფასების დონემდე აიწია და უძრავი ქონება თავად აფხაზებისთვის გახდა მოუწვდომელი. მიუხედავად აკრძალვებისა, ადამიანები განაგრძობდნენ თავიანთი გარიგებების განხორციელებას, წერს "ნაშა აბხაზია". 2010 წელს სერგეი ბაგაფშმა განაცხადა რომ მზადდება კანონი, რომელიც რუსეთის მოქალქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს. მისი გარდაცვალების შემდეგ, დე ფაქტო აფხაზეთის ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განააცხადა, რომ არ შეცვლის სიტუაციას, უცხოელთათვის უძრავი ქონების მიყიდვასთან დაკავშირებით. გამოცემა წერს, რომ ე.წ. აფხაზურ კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი სპეკულაციების საბაბად იქცა: მუნიციპალიტეტს შეუძლია მიითვისოს ბინა, რომელშიც მისი მფლობელი 6 თვეზე მეტ ხანს არ ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მედია წერდა, რომ თაღლითები აქტიურად იყენებენ ამ სქემას, რუსეთის მოაქალაქეთათვის აფხაზეთში მათი კუთვნილი უძრავი ქონების მისათვისებლად. ამ ინფორმაციის თანახმად, დაზარალებუთა ასობით საჩივარი შევიდა ადგილობრივ სასამართლოში, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. სწორედ ამან განაპირობა ერთობლივი რუსულ–აფხაზური კომისიის შექმნა, რომელიც მომავალში ქონებრივ დავებს განიხილავს, წერს გამოცემა. info/abkhazia
Print