ახალი ამბები
მარტვილის მერიამ საახალწლო განათებებისა და ფოერვერკისთვის 60 850 ლარი გამოყო
2023 წლის შესახვედრად მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსართავად და 23 და 31 დეკემბერს ფოერვერკის ასამოქმედებლად მარტვილის ბიუჯეტიდან 60 850 ლარი გამოიყო. სამი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 23 და 31 დეკემბერს მინიმუმ 3-3 წუთიანი ფოერვერკის გასროლისთვის მერია 7 950 ლარს გადაიხდის.

საახალწლო ქუჩის დეკორაციებისთვის ბიუჯეტიდან 22 400 ლარია გათვალისწინებული. ამ თაანხით გამარჯვებულმა კომპანიამ მარტვილის ცენტრში დეკორაციის მოასწყობად ეტლი "გოგრა", თოვლის კაცი, ვარსკვლავი, ნაძვის ხე და ბურთი უნდა დაამონტაჟოს. 


განათებების მოსაწყობად კი 30 500 ლარი გამოიყოფა, რაც 50 ბადის, 200 სტრინგისა და 110 მანათობელი ბადის მოწყობას გულისხმობს. 



Print