ახალი ამბები
ფოთის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 56 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
ქალაქ ფოთის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებებისთვის 56 500 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და მასში წინადადებების მიღება დაწყებულია.
დოკუმენტაციის თანახმად, ღირებულებაში შედის როგორც ტექნიკური დეტალები, ასევე, პერსონები, მათ შორის, წამყვანების მომსახურება.

ღონისძიებები 23-დან 31 დეკემბრამდეა დაგეგმილი. მერიის ინფორმაციით, 23 დეკემბერს ფოთში ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებენ, 31 დეკემბერს კი ერთკვირიანი ყოველდღიული აქტივობები გალა კონერტითი დასრულდება.

Print